ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიზნესის განწყობა უარესდება
26 აპრილი, 2022, 14:50
ბიზნესის განწყობა უარესდება

თბილისი (GBC) -წლის მეორე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუარესდა. ISET-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოლოდინები ყველაზე მეტად ნეგატიურად მშენებლობისა და ვაჭრობის სექტორში შეიცვალა. ბიზნესის განწყობის ინდექსის შემცირებაზე გავლება მცირე ზომის კომპანიებმა იქონიეს, მაშინ როდესაც მხვილი ბიზნესის განწყობა პირიქით - გაზრდილია.

ბიზნესი ნეგატიურად აფასებს ბოლო 3 თვის მუშაობის შედეგებსაც. კერძოდ წლის პირველ კვარტალში ბიზნესის როგორც გაყიდვები, ასევე ბრუნვა და მოგება შემცირებულია. გაუმჯობესებაზე მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და წარმოების სექტორები მიანიშნებდნენ, მაშინ როდესაც მშენებლობის, სერვისის, ვაჭრობისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ამბობენ რომ 2022 წლის პირველ კვარტალში მათ გაყიდვები შეუმცირდათ.

მიუხედავად ამისა ბიზნესის უმრავლესობა - 71% ამბობს რომ დასაქმებულტა რაოდენობა მათ კომპანიაში უცვლელია. კადრები გამოკითხული კომპანიების 15%-მა შეამცირა, 14%-მა კი გაზარდა.

გამოკითხული კომპანიების 40% მიიჩნევს რომ წლის პირველ კვარტალში მათი საქმიანობის შედეგები გაუარესდა.

გამოკითხული კომპანიების 61% მომდევნო 3 თვეში კადრების არც ზრდას და არც შემცირებას არ გეგმავს. თუმცა კომპანიების 29% ელის რომ კადრების რაოდენობას გაზრდის, შემცირებას კი 11% აპირებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები