| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC)-საქსტატის
მონაცემებით 2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში
სულ $29.9მლნ-ს ელექტროენერგიაა იმპორტირებული. საქართველოს ელ.ენერგიის იმპორტის ტოპ
პარტნიორი ქვეყანა რუსეთია. იანვარ-მარტის მონაცემებით რუსეთიდან საქართველოში სულ
$10.6მლნ-ს ენერგია შემოვიდა,რაც მთლიანი იმპორტის 35.5%-ია. მეორეზეა სომხეთი
$10.2მლნ,რაც მთლიანი იმპორტის 34.3%-ია. ხოლო მესამე აზერბაიჯანია $9მლნ,რაც იმპორტის
30.2%-ია.
ამ
მონაცემების მიხედვით რუსეთი რჩება ჩვენს მთავარ ენერგომომწოდებლად.
სემეკის
თავმჯდომარის დავით ნარმანიას აზრით,ენერგოდამოუკიდებლობის ერთადერთი გზა, მეტი ადგილობრივი
გენერაციაა.
ნარმანია
მზისა და ქარის სადგურების განვითარების მნიშვნელობაზე გვესაუბრება და აღნიშნავს,რომ
საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ამ კუთხით,მაგრამ არა უსაზღვრო. ქსელს 80 მეგავატის
რესურსი გააჩნია და ამ ეტაპზე მხოლოდ 20 მეგავატის რესურსია მიერთებული. ნეტო აღრიცხვის
პროგრამაში დაახლოვებით 400 აბონენტია ჩართული, აქედან 2/3 ფიზიკური პირია,ხოლო დანარჩენი
იურიდიული.
დავით
ნარმანიას ამბობს რომ ამ მიმართულებით ინვესტორების მოსაზიდად მთავრობამ დაამტკიცა
პრემიალური დანამატები წარმოებაზე, რომელიც გულისხმობს 1.5 ცენტის დანამატს. ამ ინიციატივამ
გაზარდა ინვესტორების ინტერესი.ამასთან ინვესტორები ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას
ელოდებიან,რომელიც სექტემბრისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას.
ნარმანია
ჩვენთან საუბრისას ამბობს,რომ გარანტირებულ შესყიდვის ხელშეკრულებას (PPA) მთავრობა არ გააფორმებს,
თუმცა გარანტიად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყანაში ენერგიაზე მოთხოვნა და მეორე მხრივ
საბირჟო ფასები,რომელიც ბირჟის ამოქმედების შემდეგ დადგინდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss