ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრმა სსფ-სთან მაკრო და ფისკალური პარამეტრები შეათანხმა
21 აპრილი, 2022, 16:32
მინისტრმა სსფ-სთან მაკრო და ფისკალური პარამეტრები შეათანხმა

თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, ჯიჰად აზურს და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს შეხვდა (შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ,გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე).  


ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, 2020-2021 წლებში, COVID-19-ის პანდემიის უკიდურესად ნეგატიური ეფექტის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა წინა პროგრამა, რომლის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავების და სათანადო რესურსების მობილიზებისთვის. ამასთან, აღნიშნა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას, რომელიც ფონდის მხრიდან ქვეყნის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

 

საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს განაცხადს. როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საქართველომ უკვე მიიღო კითხვარი და აქტიურად მიმდინარეობს პასუხების მომზადების პროცესი. „ეს პროცესი საქართველოს აძლევს ისტორიულ შესაძლებლობას და პასუხისმგებლობას - დაიცვას ევროკავშირის სტანდარტები ჩვენს პოლიტიკასა და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგში“, - აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

 

მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლიდან ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და პროგნოზები საშუალოვადიან პერიოდში, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხებს. 

 

აღინიშნა, რომ ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ამოცანაა, არსებული სირთულეების ეფექტური მართვა, მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების განხორციელება და ამავდროულად, ფისკალური კონსოლიდაციის მიღწევა.

 

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში წლების განმავლობაში, საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა ხელს შეუწყობს ქვეყანას გააგრძელოს ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები