ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა
20 აპრილი, 2022, 12:08
თიბისის ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა

 თბილისი (GBC) - თიბისის ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი -  დამხმარე ღილაკები დაემატა, მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად. სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს ბარათებთან დაკავშირებული საჭირო და ხშირად გამოყენებადი ოპერაციების დისტანციურად შესრულების პროცესს და ზოგავს  დროს.

ბარათების ნავიგაციაში დამატებული ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, მომხმარებელს დამხმარე ღილაკებზე ერთი დაწკაპუნებით შეუძლია დაბლოკოს ან გააქტიუროს ბარათი, შეცვალოს პინკოდი, ან აღადგინოს ის, დისტანციურად მოითხოვოს ტრანზაქციების ამონაწერი ან ანგარიშის რეკვიზიტები და სხვა. ყველა ამ ოპერაციის შესრულება უკვე ძალიან მარტივად,  კონტაქტ ცენტრში დარეკვის ან ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.

 თიბისის ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის გუნდი მათ კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები