ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთი გზავნილების განაღდების საკომისიოს 1%-ს უკრაინას ურიცხავს
19 აპრილი, 2022, 14:14
ლიბერთი გზავნილების განაღდების საკომისიოს 1%-ს უკრაინას ურიცხავს

თბილისი (GBC) - ლიბერთი საერთაშორისო გზავნილების განაღდების საკომისიოს 1%-ის უკრაინის საქველმოქმედო ანგარიშზე გადაირიცხვის გადაწყვეტულებაზე აცხადებს.

 

ამასთან, ფულად გზავნილებზე ლიბერთის საგაზაფხულო აქცია "თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქრის დროა” მაისის ბოლომდე გრძელდება.  კამპანიის ფარგლებში, ყოველი მე-5 მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით მიიღებს მინიმუმ 200 ლარის (ექვივალენტი ნებისმიერ ვალუტაში) ოდენობის საერთაშორისო ფულად გზავნილს,დასაჩუქრდება ბრენდირებული, ორიგინალური მაჯის საათით.


ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის განაღდებისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში, ინტერნეტ/მობაილ ბანკში და ბანკომატებში ისარგებლებენ ვალუტის კონვერტაციის სპეციალური, ყველაზე მომგებიანი კურსით.

 

კამპანიის პერიოდში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის უნივერსალური ანგარიშით და შეასრულებს

საერთაშორისო ფულადი გზავნილის ოპერაციას, ახალი ანგარიშის გახსნისას საჩუქრად მიიღებს ლიბერთის სტანდარტულ სატარიფო პაკეტს და უფასოდ ისარგებლებს 6 თვის განმავლობაში.

 

კამპანიის გამარჯვებულები ავტომატურად გამოვლინდებიან და საჩუქრის მიღებას მათთვის სასურველ ფილიალში შეძლებენ.

 

აქცია დაიწყო 6 აპრილს და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. ბანკის სერვისებისა და

კამპანიის  შესახებ დამატებითი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ლიბერთის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.libertybank.ge

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები