| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი(GBC)-Emirates-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ავიაკომპანია აგრძელებს ფრენებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით.
„თუ ჩვენ გვეტყვიან, ჩვენ შევწყვეტთ,თუ არადა ჩვენ გავაგრძელებთ“, - განუცხადა სერ ტიმ კლარკმა BBC-ს. ემირატები დუბაის მთავრობის მფლობელობაშია და მათზეა დამოკიდებული ეს გადაწყვეტილება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციების ფონზე მსხვილი საერთაშორისო ავიაკომპანიების უმეტესობა გამოვიდა რუსეთიდან.
მაგრამ Emirates არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე გადამზიდავიდან, რომელიც ჯერ კიდევ ახორციელებს ფრენებს.ემირატების დირექტორმა სერ ტიმმა დასძინა, რომ მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ რუსი მოსახლეობა შესაძლოა არ იყოს უკრაინის ომის ნაწილი. სერ ტიმი ასევე ფრენების გაგრძელების კიდევ ერთ მიზეზს უკავშირებს სხვა ქვეყნების დიპლომატებს,რომლებსაც ესაჭიროებათ გადაადგილება მოსკოვში და დიპლომატიური საქმიანობის შესრულება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss