ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
L'Occitane- რუსეთში რჩება
გიგა თვაური
14 აპრილი, 2022, 15:45
L'Occitane- რუსეთში რჩება

თბილისი(GBC)-რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად,სილამაზის ფრანგული ბრენდი L'Occitane აცხადებს რომ რუსეთის ბაზარზე რჩება. კომპანიის განცხადებით ლოქსიტანის მაღაზიები ღია რჩება.

კომპანიამ BBC-ს განუცხადა, რომ განიხილავდნენ რუსეთიდან გასვლას,მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და მათ სურთ თავიანთ პერსონალის დაცვა პოტენციური ,,შურისძიებისგან’’.

თავდაპირველად მათ შეწყვიტეს რუსეთში პროდუქციის მიწოდება,მაგრამ მათი ვებგვერდი კვლავ ღიაა.

ასობით საერთაშორისო ბრენდმა, მათ შორის L'Oreal-მა და Estee Lauder-მა, უკვე დახურეს მაღაზიები და შეწყვიტეს ონლაინ გაყიდვები რუსეთში ომის პროტესტის ნიშნად.

მომხმარებელებმა გააკრიტიკეს L'Occitane მისი გადაწყვეტილების გამო და მოითხოვეს ბრენდის ბოიკოტი. ბრენდი იყიდება 3,085-ზე მეტ საცალო მაღაზიაში მთელს მსოფლიოში და მისი გაყიდვები 1,5 მილიარდ ევროს (1,3 მილიარდი ფუნტი)შეადგენდა გასულ წელს.

კოსმეტიკის ფირმამ, რომელსაც აქვს სპა და მაღაზიები რუსეთის ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, განაცხადა რომ ვერ წავა მათი დახურვის ,,რისკზე’’.

შეგახსენებთ,რომ 600-მდე ფირმამ დატოვა რუსეთის ბაზარი. მათ შორისაა Coca cola,Apple,Levi’s და სხვა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები