| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2023 წლიდან საპენსიო და სოციალურ გასაცემლებს სავარაუდოდ კვლავ ლიბერთი მოემსახურება. თუმცა ტენდერში მონაწილეობას საქართველოს ბანკიც არ გამორიცხავს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საპენსიო და სოციალური გასაცემლების სერვისის პროვაიდერი ბანკის შესარჩევ, 105 მლნ-იან ტენდერში მონაწილეობაზე განაცხადა, რომ ჯერ პირობებს სწავლობს და თუ მონაწილეობას გადაწყვეტს 6 თვიანი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება მოუწევს.
როგორც გახსოვთ, შარშან წინასაარჩევნო კამპანია ვაშაძემ ელისაშვილის წამოწეული საპენსიო თემით ააწყო. 36% განაკვეთიანი სესხის გაცემის გამო ლიბერთი ბანკი დისკრედიტაციის მცდელობა ეკონომიკაში მეტ-ნაკლებად გარკვეულმა პარლამენტარებმა დაგმეს. ასევე საკომიტეტოს და სასესიო განხილვაზე მისულ სენ-ის პრეზიდენტსაც მოუწია კერძო კომ,ერციუილი ბანკის დაცვა, რომლის სატარიფო პოლიტიკაში მარეგულირებელი არ ერევა. შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ პენსიონრის მდგომაროებას მხოლოდ სახელმწიფოს გვერდში დგომა გამოასწორებდა. საბაზროზე დაბალი განაკვეთით სესხის გაცემას სუბსიდია სჭირდება. არსებული ტენდერის პირობებით კი როგორც გაირკვა მომსახურე ბანკის ხარჯიც არ იყო გათვალისწინებული.
რამდენად მოხერხდება საპენსიო სესხის 26-27% განაკვეთის დაჭერა 105 მილიონიანი დაფინანსების პირობებში, საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს არ უთქვამს. ლიბერთი ბანკის დამფუძნებელი ირაკკლი რუხაძე კალკულაციაზე შარშან საუბრობდა და წელს ტენდერის დასრულებამდე შეფასებას ვერ გააკეთებს.
სოციალური მომსახურების ტენდერში ბანკი 2 კრიტერიუმით შეირჩევა 1) პენსიის იაფად დარიგების (შეფასების წონა 30%) და საპენსიო სესხების საპეროცენტო განაკვეთის მიხედვით, რაზეც შეფასების 70% არის დამოკიდებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss