| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
თბილისი (GBC) - ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით, 2022 წლის პირველ კვარტალში ინსპექტირება განხორციელდა ღვინის 25 კომპანიაში, აღებული იყო 83 ნიმუში, სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა 6 კომპანიას.
საინსპექციო
კონტროლი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი საექსპორტო ალკოჰოლიანი სასმელის ან
სპირტის ნიმუშის ლოტთან (ბოთლში დაფასოებული ღვინის პარტია) შესაბამისობის
დადგენას გულისხმობს.
გაფორმების
ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas და SGS-ის მიერ ინსპექტირება გახორციელდა 14
კომპანიაში, სერტიფიკატი გაუუქმდა და ექსპორტზე უარი ეთქვა ღვინის 1 კომპანიას.
რაც შეეხება
ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკურ ტესტირებას, ჩატარდა 60 დეგუსტაცია.
შემოვიდა 2585 ნიმუში. დადებითად შეფასდა 2445 ნიმუში, უარყოფითად - 140.
ღვინის ეროვნული
სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის
უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ათეულ
მილიონობით წარმოებული ბოთლი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს
აკმაყოფილებდეს.
--
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss