ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ქალთა გაძლიერებაში თიბისის ბადალი არ ჰყავს
7 აპრილი, 2022, 11:14
ქალთა გაძლიერებაში თიბისის ბადალი არ ჰყავს

თბილისი (GBC) - ქალთა გაძლიერების კუთხით თიბისი სამაგალითო კომპანიაა საქართველოში. ეს ავსტრიის განვითარების ბანკის (OeAB) მიერ, გერმანიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტთან (DEG) ერთად,  2021 წელს  ჩატარებული კვლევის შედეგია, რომლის მიზანს სამუშაო გარემოში გენდერული და ქალთა ლიდერობის საკითხების შესწავლა წარმოადგენდა საქართველოში.

შედეგები თიბისის  მიერ ავსტრიის განვითარების ბანკისთვის გაზიარებული დოკუმენტების და კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ქალებისგან შემდგარი ფოკუს-ჯგუფების ანალიზზე დაყრდნობით გამოვლინდა. 

კვლევის მიხედვით, თიბისი შემუშავებული პოლიტიკით, თანამშრომლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზებითა და ორგანიზაციული კულტურით ურთიერთდახმარებასა და პატივისცემაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს ქმნის და ხელს უწყობს  ქალების გაძლიერებას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თიბისიში მეგობრული სამუშაო გარემო გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების  მამოძრავებელი ფაქტორია. ამასთანავე, ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე, ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი. მაგალითად, რისკების მართვა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. კვლევა თიბისის მაგალითზე აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობის საკითხების უზრუნველყოფას დადებითი გავლენა აქვს ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებზეც.

Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) ავსტრიის განვითარების ბანკია, რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს. ბანკი განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის პროექტების განსახორციელებლად გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.  2017 წელს OeEB-ის მიერ თიბისისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესებში დასაქმებული ქალი მეწარმეების დაფინანსებას მოხმარდა. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ 170 ქალ მეწარმეს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ბანკს შესაძლებლობა მისცა, ხელი შეეწყო  ბიზნესების განვითარებისა და გენდერული თანასწორობისათვის, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები