ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურქული ლირა ჯერ არა მაგრამ მომავალში დაგვარტყამს
გიგა თვაური
7 აპრილი, 2022, 16:45
თურქული ლირა ჯერ არა მაგრამ მომავალში დაგვარტყამს

თბილისი (GBC) - 2022 წლის მარტში ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ თურქეთში წლის ინფლაციამ 54.4% შეადგინა. ამ ქმედების ლოგიკირი ბმა იქნებოდა თურქული პროდუქციის გაიაფება,მაგრამ საქსტატის მონაცემებით თებერვლის იმპორტი წინა წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით დიდად არ შეცვლილა.

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ აღნიშნა რომ რიგ პროდუქციაზე თურქემბა ფასი გაზარდეს, ამიტომ ლირის 54.4%-იანი გაუფასურება საქართველოში დახლებზე ფასების კლების თვალსაზრისით არ ასახულა. ჭყონიას აზრით თურქეთის ინფლაცია გრძელვადიან პერიოდში ჩვენზე ცუდად აისახება.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი აღნიშნავს,რომ ლირის გაუფასურებას მყისიერი ეფექტი უნდა ჰქონდეს ქართულ დახლებზე, თუმცა იმპორტიორები მოგების მარჟის გაზრდის მიზნით არ ასახავენ დოკუმენტალურად. გერლიანი აღნიშნავს რომ თურქული ინფლაცია იმპორტისთვის პოზიტიურია,ხოლო ექსპორტისთვის ნეგატიური. თურქულ ინფლაციას იმპორტის ნაწილში ქართული ინფლაციაც გარკვეულწილად აბალანსებს - აღნიშნავს გერლიანი.

2022 წლის თებერვალში თურქეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $183მლნ შეადგინა,რაც 36.3%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე. თებერვლის მონაცემებით თურქეთი საქართველოს ტოპ პარტნიორია. თურქეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვა,მთლიანი ბრუნვის 12.8%-ია. თებერვლის ექსპორტი შეადგენს $31.3მლნ-ს,ხოლო იმპორტი $151.7მლნ-ს.

გთავაზობთ თურქეთთან თებერვლის ტოპ 5 იმპორტირებულ პროდუქტს და მათ მოცულობას:

იმპორტი:

1 ტანსაცმელი (მზა ნაწარმი,თარგების ჩათვლით) - $4.8მლნ-ს 248.2 ტონა.

2 სამკურნალო საშუალებები - $4.3 მლნ-ს 66.3 ტონა.

3 მილები,ღრუ პროფილები (შავი ლითონისგან) - $4მლნ-ს 3.6 ათასი ტონა.

4 მსუბუქი ავტომობილები - $3.7მლნ-ს 101 ერთეული.

5 მეტალოკონსტრუქციები (შავი ლითონებისგან) - $3.7მლნ-ს  1.9 ათასი ტონა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები