ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დეველოპერები საეტაპო ოქმისთვის 1.01.2023-მდე არ დაჯარიმდებიან
7 აპრილი, 2022, 16:25
დეველოპერები  საეტაპო ოქმისთვის  1.01.2023-მდე არ დაჯარიმდებიან

თბილისი (GBC) - საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.

წარმოდგენილი ცვლილებით, მშენებლობის ნებართვის მფლობელები, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან და გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან.

 

საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, მიხეილ ყაველაშვილის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილისა და ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა დავითულიანმა გააცნო.

 

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს, პარლამენტის მიერ, 2021 წელს განხორციელებული ცვლილების ე.წ გაგრძელებას. დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი პასუხისმგებლობისგან 2022 წლის 1 იანვრამდე იყო გათავისუფლებული.

 

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად კი, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 2023 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები