ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი Tesla-ს აქციებში იდება
5 აპრილი, 2022, 20:43
მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი Tesla-ს აქციებში იდება

თბილისი (GBC) - საპენსიო სააგენტომ  სავალუტო ინვეესტიციების  20% -იანი  კვოტის ათვისება დაიწყო.  სულ  $150 მილიონამდე გამოდის. ახლადშეძენილი ვალუტა ყველაზე დაბალრისკიან  ფასიან ქაღალდებში უნდა დააბანდოს. შესაბამისად სავალუტო წყვილების, ოქროს ფასის ცვლილებაზე, ანალიზის კომპეტენტურობის მიუხედავად „ფსონებს“, მოგების მიღების მიზნით, ვერ  ჩადებს.

ის აპირებს კანონით გაწერილი  ინსტრუქციით იმოქმედოს. შესაბამისად მაღალი ვოლატილობისგან თავს დაიცავს და  ფულს არა


ცალკეული კომპანიის აქციებში კი არ ჩადებს, არამედ ETF -ში, აქციების პაკეტში, რომელიც საფონდო ინდექსში შემავალი კომპანიის  რეპლიკაციით დგება. ყველაზე დივერსიფიცირებული  პორტფელი, 1 550  კომპანიის აქციით, აქვს iShares-ს (iShares MSCI World)  Apple  (4.9%) Microsoft  (3.74%) Amazon.com (2.54%); Tesla (1.56%).


iShares-ი 30 მლრდ  აშშ დოლარის აქტივს განკარგავს და აქედან $103 მლნ -ის 1 560  ერთეული Apple -ა აქციაა, 79 მლნ -ის  Amazon-ის.


ფასიანი ქაღალდების განაწილება გეოგრაფიულ ჭრილში

 


 

ფასიანი ქაღალდების შენახვა,აღრიცხვა-მონიტორინგს საქართველოს ბანკი აწარმოებს, რომელიც სააგენტოს სპეცდეპოზიტარია. მასთან 3-წლიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული. სპეცდეპოზიტარის შერჩევა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო და საქართველოს ბანკს ტენდერში გამარჯვებას უკვე პანდემიის პირველ  ტალღაში ულოცავდნენ.

თანხების უსაფრთხოდ ინვესტირების თვალსაზრისით.ფასიანი ქაღალდების შენახვა და საპენსიო აქტივების აღრიცხვა/მონიტორინგში დეპოზიოტარის როლზე სებ-იც აღნიშნავს.

 

საპენსიო ფონდიდან ფულის სესხებას ადგილობრივი კომპანიებიც აპირებენ. საპენსიო თანხები ადგილობრივ კორპორატიულ ბონდებში ჩაიდება,  როგორც  კერძო ( ემ კვადრატი, სილქნეტის...) ასევე სახელმწიფო კომპანიების ფასიანი ქაღალდებში.

მათ შორის იყო ნიკორა. თუმცა სააგენტოს პირველი ტრანზაქცია  "ნიკორა ტრეიდის" შარშან ემიტირებულ  35 მლნ ლარის 3 წლიან  (B კატეგორია) ქაღალდებში შეფერხდა. (წყარო: ბიზნესპარტნიორი) 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები