ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„ღვინის ექსპორტიორთა ნაწილი მზადაა რუსეთისგან თანხა ჩინურ ვალუტაში მიიღოს“
5 აპრილი, 2022, 17:47
„ღვინის ექსპორტიორთა ნაწილი მზადაა რუსეთისგან თანხა ჩინურ ვალუტაში მიიღოს“

თბილისი (GBC) - რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ქართველი ღვინის მწარმოებლები ექსპორტისთვის სხვადასხვა გზებს ეძებენ. როგორც ცნობილია რუსეთს შეზღუდვები საგადახდო სისტემებმაც დაუწესეს. 

„ზოგიერთი მწარმოებელი მზარდ არის თანხა ჩინურ ვალუტაში მიიღოს,  ზოგიერთი კი არ გამორიცხავს თანხის რუბლში მიღებას“, - ასეთია TBC კაპიტალის კვლევის შედეგები რომლის ფარგელბში ღვინის ექსპორტიორი კომპანიები გამოიკითხნენ. კვლევაში აღნიშნულია რომ ნებისმიერ შემთხვევაში მიმდინარე წელს ღვინის ექსპორტი შემცირდება, ზოგიერთი მწარმოებელი გაუყიდავი ღვინის რეალიზაციისთვის ალტერნატიულ ბაზრებს უკვე ეძებს, ნაწილი კი მათ შენახვას და რეზერვის გაკეთებას ელოდება, იმ დროისთვის როდესაც ექსპორტისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება. 

თუმცა, მწარმოებლების ნაწილისთვის ალტერნატიული ბაზრების მოძიება რთულია, მითუმეტეს დროის მცირე პერიოდში. განსაკუთრებით კი ახლა როდესაც არაერთი ქვეყნის მწარმოებელი ეძებს რუსეთის ალტერნატიულ ბაზარს. 

„რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტზე ყველაზე დიდი მოცულობით წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო გადიოდა. მსგავსი პროდუქტის ჩანაცვლება კი დსთ-სა და პოლონეთის ბაზრითაა შესაძელებელი“, - ნათქვამია კვლევაში. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები