ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
GCAP-მა 2021 წლისთვის 74 მლნ-ის დივიდენდი მიიღო
მარიამ მინაძე
4 აპრილი, 2022, 20:48
GCAP-მა 2021 წლისთვის 74 მლნ-ის დივიდენდი მიიღო

თბილისი (GBC) - 2021 წლის განმავლობაში Georgia Capital-მა (GCAP) 74.4 მლნ ლარის დივიდენდები შეაგროვა, რაც 149%-ით გაზრდილი მაჩვენებელია (y.y). 

GCAP-ის CEO-ს, ირაკლი გილაურის განცხადებით, აქედან 14.5 მლნ ლარი მიიღო საქართველოს ბანკისგან, 11.5 მლნ ლარი ჯანდაცვის სერვისებიდან, 11.5 მლნ ლარი საცალო სააფთიაქო ვაჭრობიდან,  14.9 მლნ ლარი P&C დაზღვევით, 2 მლნ ლარი სამედიცინო დაზღვევით, ხოლო განახლებადი ენერგიის ბიზნესიდან GCAP-მა 20 მლნ ლარი მიიღო.

2022 წელს კი ის დაახლოებით 90-100 მლნ ლარის დივიდენდებს ელოდა პორტფელში შემავალი კომპანიებისგან.

შეგახსენებთ, საინვესტიციო კომპანიის პორტფელში შემავალმა საქართველოს ბანკმა რეგულარული დივიდენდების პროგრამა შუალედური დივიდენდით 2021 წლის ნოემბერში განაახლა, რითიც GCAP-მა 14.5 მლნ-ის დივიდენდი გამოიმუშავა. ხოლო, 2022 წლის 22 თებერვალს ბანკმა გამოაცხადა თავისი საბჭოს განზრახვა, 2022 წლის წლიურ საერთო კრებაზე რეკომენდაცია გაუწიოს საბოლოო დივიდენდს 2021 წლისთვის 2.33 ლარის ოდენობით თითო ჩვეულებრივ აქციაზე, რაც გამოიწვევს მთლიანი დივიდენდის გადახდას ბანკის 2021 წლის მოგებაზე 3.81 ლარის ოდენობით თითო აქციაზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები