| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,თბილღვინო’’ აცხადებს,რომ წყვეტს რუსეთში ექსპორტს. რუსეთში გაყიდვები,კომპანიის მთლიანი გაყიდვების 21%-ს შეადგენს.
„ბოლოდროინდელი მოვლენები და შედეგად მიღებული გლობალური ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე, დიდ გავლენას მოახდენს ბიზნესის მოლოდინებზე, გრძელვადიან პერსპექტივაზე და, ზოგადად, გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს მიწოდების ჯაჭვში. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ რუსეთის საბანკო და ფინანსური სისტემის მიმართ სანქციები და ვალუტის დევალვაციის პროცესი კიდევ უფრო გაართულებს მომავალ ოპერაციებს. უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ, კომპანია ინტენსიურად განიხილავს ნებისმიერ რისკს ან ცვლილებას, მათ შორის რეპუტაციის რისკს, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს კომერციულ მდგომარეობაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური თბილისს რუსეთის ფედერაციის მიმართ არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებია. 4 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,ხელისუფლება არ შეუერთდება სანქციებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss