ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მარტში 11.8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა
გიგა თვაური
4 აპრილი, 2022, 13:10

თბილისი (GBC) – 2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.0 %-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.9 %-ით.ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.9 %), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.3 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3 %)

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 %-ით,რაც თვის ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.6 %), ხილი და ყურძენი (5.0 %), ყავა, ჩაი და კაკაო (4.3 %), ზეთი და ცხიმი (3.4 %), პური და პურპროდუქტები (3.1 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 %), რძე, ყველი და კვერცხი (1.4 %). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.0 %).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.8 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27.0 %), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.6 %), პური და პურპროდუქტები (23.5 %), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (20.0 %), თევზეული (19.0 %), ზეთი და ცხიმი (17.1 %), ხილი და ყურძენი (16.8 %), რძე, ყველი და კვერცხი (15.3 %), ყავა, ჩაი და კაკაო (14.1 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.5 %); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.6 %-ით, რაც 2.6 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.5 %), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 %) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.8 %).

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4 %-იანი მატება, რაც 0.85 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.9 %), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.3 %) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.4 %).

წყარო:საქსტატი

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები