| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ 14.6% შეადგინა წინა თვის 18.0%-იანი ზრდის შემდეგ.
ჯამურად, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 16.3%-ით გაიზარდა. თებერვალში ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა, დასვენების, უძრავი ქონების და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 11.0%-მდე გაზარდა. 2022 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 13.7% შეადგინა და სებ-ი ინფლაციის შემცირებას მარტიდან პროგნოზირებს, რაც ძირითადად კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის მილევას უკავშირდება.
რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების და სურსათის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა, რასაც საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება.
შესაბამისად, ინფლაციის შემცირების ტემპი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ამას სებ-ი რუსეთ-უკრაინის ომამდე პროგნოზირებდა. მიუხედავად იმისა, რომ სებ-ი მარტიდან ინფლაციის შემცირებას ელის, ის მაინც მიზნობრივ 3.0%-ზე მაღლა შენარჩუნდება 2022 წლის განმავლობაში.
სებ-ის მიხედვით მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებისკენ მიდრეკილი დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 11 მაისს ჩატარდება. იხილეთ ჩვენი შეფასებები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდაზე ამ დოკუმენტში.
2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლიურად 6.4%-ით შემცირდა და მშპ-ის 9.8% შეადგინა (მშპ-ის 12.4% იყო 2020 წელს). მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება ძირითადად განაპირობა ტრანსფერტების მნიშვნელოვანმა ზრდამ (+27.2% წ/წ, მშპ-ის 12.3%) და მომსახურების ბალანსის გაუმჯობესებამ, რასაც ტურიზმის სექტორის აღდგენამ შეუწყო ხელი (ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2021 წელს, რაც 2019 წლის 38.1%-ია).
ამასთან, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი 18.8%-ით გაიზარდა 3.8 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან საქონლის ექსპორტი 27.4%-ით, ხოლო იმპორტი 23.8%-ით გაიზარდა. ამასთან 2021 წელს, სხვა ინვესტიციები (1.8 მლრდ აშშ დოლარი, მშპ-ის 9.5%) და წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (830.8 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 4.4%) 1.4-ჯერ აღემატებოდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს და შედეგად საერთაშორისო რეზერვები 452.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდ
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss