ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სსფ: სებ-ი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად მართებულად ფოკუსირებულია
1 აპრილი, 2022, 19:58
სსფ:  სებ-ი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად მართებულად ფოკუსირებულია

თბილისი (GBC) - საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შორის სამწლიან პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია. აღნიშნული პროგრამა, რომლის განხილვაც მიმდინარე წლის მაისში შედგება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის განხორციელება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და მეტად განმტკიცებაში დაეხმარება, ასევე,ხელს შეუწყობს უფრო ძლიერ და ინკლუზიურ ზრდას. პროგრამის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს, საჭიროების შემთხვევაში, ამ სამი წლის მანძილზე დაახლოებით 289 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის თანხის მიღება შეეძლება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ეს შეთანხმება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას ცალსახად დადებითად აფასებს.

სსფ-ის შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად მართებულად ფოკუსირებული რჩება.

"ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს საფინანსო სექტორმა მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოავლინა პანდემიის და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რაც ძლიერი საზედამხედველო და რეგულირების ჩარჩოს არსებობამ განაპირობა, ეფექტიანი მაკროპრუდენციული ზომების შემოღებისა და რეკალიბრაციის ჩათვლით. საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და სათანადო ქმედებებმა, მათ შორის, ბანკებისთვის შესაბამისი სანქციების დაცვის მოთხოვნამ, ეკონომიკაზე რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების უარყოფითი გავლენა შეამცირა" - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსთვის და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის მხარდაჭერას დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები