ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბაჰრეინი სებ-ის გამოცდილებას იზიარებს
1 აპრილი, 2022, 15:20
ბაჰრეინი სებ-ის გამოცდილებას იზიარებს

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ბაჰრეინის საჰაერო ტრანსპორტისა და ტურიზმის ასოციაციის მმართველ დირექტორს, მოჰამედ ჯასიმ ბუზიზის, გალფ ჰოტელ ჯგუფის თავმჯდომარეს, ფარუკ იუსუფ ალმაედს და გალფ ჰოტელ ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, გარფილდ ჯონსს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლეს.

კობა გვენეტაძემ ბაჰრეინის დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგომარეობა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები. ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებმაც Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული შოკის მიმართ საქართველოს ფინანსური სისტემის მდგრადობა უზრუნველყო. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბაჰრეინის საფინანსო სექტორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

Gulf Hotels- ბაჰრეინის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ჰოლდინგია, რომელიც ბაჰრეინში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, შრი ლანკაში, ტანზანიასა და ზანზიბარში მართავს სასტუმროებს. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში "ჯინო ჰოლდინგთან" გააფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვა და მართვაში აიღებს 4 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ჯინო ჰოლდინგის საკუთრება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები