| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ყველა ოჯახს შეუძლია, დარეგისტრირდეს სოციალური მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე და მოითხოვოს საარსებო შემწეობა. რეგისტრირებული ოჯახებისა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების დინამიკა 2017 წლიდან 2019 წლამდე შემცირდა (რეგისტრირებული ოჯახები 326 ათასიდან 308 ათასამდე და შემწეობის მიმღები ოჯახები 132 ათასიდან 120 ათასამდე). თუმცა, 2019 წლიდან 2021 წლამდე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 351 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები - 46%-ით და 174 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში რეგისტრირებულ ოჯახებს შორის საშუალოდ 42% იღებდა საარსებო შემწეობას.
შესაბამისად, 2017 წლიდან 2019 წლამდე შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 450 ათასიდან 441 ათასამდე შემცირდა, 2019 წლიდან 2021 წლამდე კი 33%-ით გაიზარდა და 588 ათასი შეადგინა. გაანალიზებულ პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი კი 12%-დან 16%-მდე გაიზარდა.
PMCG-ის კვლევის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა გაზრდილი რაოდენობა 2020 და 2021 წლებში დიდწილად კოვიდ-19-ითა და ოჯახების შემოსავლების შემდგომი შემცირებით იყო გამოწვეული. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივნისიდან სარეიტინგო ქულების სიას დაემატა ახალი ქულების კატეგორია - 100001-120000, რამაც გავლენა იქონია 2021 წლის გაზრდილ სტატისტიკაზეც.
2019 წლიდან 2021 წლამდე შემწეობის მიმღები ოჯახების წილი ყველა რეგიონში გაიზარდა. ყველაზე შემსამჩნევი ზრდა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში (8.1 პროცენტული პუნქტი), ყველაზე მცირე - თბილისში (3.6 პროცენტული პუნქტით). საერთო ჯამში, გაანალიზებულ პერიოდში, შემწეობის მიმღები ოჯახების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (43.4%), მცხეთა-მთიანეთსა (16.7%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (16.6%), ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში (8.3%), თბილისსა (9.2%) და იმერეთში (11.2%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss