| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და გავითარების ბანკის (EBRD) მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზრდება. EBRD პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია რომელმაც ომის დაწყების შემდეგ საკუთარი პროგნოზები გამოაქვეყნა. წინა პროგნოზთან შედარებით საქართველოს პროგნოზი 3.5%-ით გაუარესდა. საქართველოსთან ერთად გაუარესებულია რეგიონის თიტქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. EBRD-ის მოლოდინით, წელს უკრაინის ეკონომიკა 20%-ით შემცირდება. ამასთან ომის გამო გაუარესებულია ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მოლოდინებიც. კერძოდ, ომის გამო მშპ-ს 3.5%-ს დაკარგავს ლატვია და ქვეყანასი ზრდა წელს მხოლოდ 2% იქნება, 2%-ით იზარალებს ესტონეთის მშპ სადაც ზრდა ასევე 2% იქნება, 1.6%-ით გაუარესდა ჩეხეთის პროგნოზი სადაც წელს ზრდა სავარაუდოდ 3% იქნება.
„საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუს ტურისტებზე, დაწესებული სანქციების და შემცირებული ეკონომიკის ფონზე კი ეს ნაკადი საავარაუდოდ შემცირდება. ამასთან აღნიშნული უარყოფითად იმოქმედებს საქართველოდან ექსპორტზე“, - აღნიშნავს EBRD.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss