| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) –
სებ-ი 24 თებერვლიდან Bmatch-ზე რა
მოცულობით დოლარი იყიდა, 25 აპრილს განაცხადებს. საპენსიო სააგენტო კი 10 აპრილს
დაადეკლარირირებს, 1 მილიონი მოქალაქის 2.2 მლრდ ლარის ფონდიდან დოლარის
შესყიდვაზე რამდენი დახარჯა.
მარტიდან საპენსიო
სააგენტოს Bmatch-ზე შესვლის და აქტიური
ვაჭრობის შესახებ, სებ-ის პრეზიდენტმა
ოთხშაბათის მპკ-ს შემდეგ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის 11%-მდე გაზრდის
გადაწყვეტილების გამოცხადებისას, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ.
პლატფორმაზე მოვაჭრე 13 ბანკი რჩება, ვითიბის გასვლის შემდეგ. ასევეა 4 მისო, 3 რეზიდენტი კორპორაცია და 1 არარეზიდენტი, მათ მათ შორისაა ვისოლი, მაგთი, Eaton Vance. არასაფინანსოს წილი 10%-ის ფარგლებშია. ძირითადი ნავაჭრი ბანკებზე მოდის.
თებერვალში სებ-ის წმინდა შესყიდვები $11.5 მლნ-ს შეადგენს. შესყიდვების შემდეგ სებ-ს სავალუტო აუქციონზე, 9 მარტს 39.7 მლნ დოლარის გაყიდვა მოუწია, კურსით - $1/3.4 ₾. ბაზარმა მოწოდებული $50 მლნ სრულად არ აითვისა.
24 თებერვლის შემდეგი ვაჭრობების სტატისტიკაც 25 აპრილს გამოქვეყნდება. თებერვალში მთლიანად სავალუტო ბაზარზე სხვადასხვა ინსტრუმენტებით 2.3 მლრდ -ის აშშ დოლარია შეძენილი.
შარშან, მარტის ჩათვლით, მოედანზე, $142 მლნ -ზე მეტი იყო ნავაჭრი. პლატფორმის მიმზიდველობას განაპირობებს. გარიგებების ავტომატური რეჟიმი, თავისუფლება, ანონიმურობა (გარიგების მხარეები ავტომატურ რეგისტრაციამდე ერთმანეთს ვერ ხედავენ, კონტრაგენტებს და ლიმიტებს თავად ირჩევენ) და + ყველა სხვა..., რაც ოპტიმალურ კურსს უზრუნველყოფს.
ბლუმბერგის ეს პლატფორმა 03/2020 -დან გაეშვა, თავდაპირველად სებ-მა და ბანკებმა გატესტეს. იანვრიდან (2021) ბანკებს და მისოებს ნელ-ნელა მსხვილი ნავთობიმპორტიორი და მობილური ოპერატორი შეუერთდა, თუმცა განაცხადებს შუამავალი ბანკის მეშვეობით მანამდეც წარადგენდნენ.
როგორც იცით $/₾ (ჯერ მოედანს სხვა წყვილები არ აქვს) კონვერტაციის შეთავაზება კომერციული ბანკის გავლითაც შესაძლებელია. პროფილური კომპანიების ფინანსისტების განმარტებით, Bmatch-ის ხიბლი, ერთდროულად ბევრ მხარესთან , მათ შორის ყველა ბანკთან, კომპანიის სასურველი კურსით გარიგების შესაძლებლობაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss