| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

Tbilisi (GBC) – 2021 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ
45 946 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 23 911 ბიჭი და 22 035 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი,
წინა წელთან შედარებით შემცირებულია 1.2%-ით.
2021
წელს, დაბადებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (14
979 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში
(263 ბავშვი).
ცოცხლად
დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, რიგით პირველი
დაბადებულის წილი შემცირდა 38.0 %-დანდან 37.4 %-მდე,
მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 35.6%,
ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 25.8%-დან
26.4 %-მდე გაიზარდა.
2021
წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.2 წლით განისაზღვრა.
2021
წელს, 2020 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5 პროცენტით გაიზარდა და
59 906 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში
(17 922 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში
(874 კაცი).
2021
წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა
რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.0 პრომილე შეადგინა. 2021 წელს, 5 წლამდე
ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 10.0 პრომილე შეადგინა.
2021
წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა
და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -13 960 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი
ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა.
2021
წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 654 ერთეული შეადგინა, რაც 39.4
%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss