| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

Tbilisi
(GBC) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “IMTM 2022″ მონაწილეობს.
12 ქართული კომპანია ერთიანი სტენდით არის წარმოდგენილი.
„ისრაელი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, მზარდი ინტერესის მიხედვით ჩვენ ყოველთვის გვეზრდება ვიზიტორთა რაოდენობა ამ ქვეყნიდან. 2 წლიანი პაუზის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოფენაზე სწორად იყოს საქართველო პოზიციონირებული და ეს დასტურდება კერძო კომპანიების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესით“.-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
გამოფენის სტუმრებს სტენდზე განთავსებული მონიტორის დახმარებით საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაღებული ვიდეორგოლების ნახვა შეუძლიათ, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველ ბეჭდურ საპრომოციო მასალას.
ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. “IMTM 2022”-ს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობს.
ისრაელი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ისრაელისა და საქართველოს ქალაქებს შორის რეგულარული ავიარეისები სრულდება, წლების მანძილზე ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss