| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –28
მარტიდან, ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. რეისებს კვირაში ორი სიხშირით დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air ასრულებს.
პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი რომიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის თავზე შესრულდა.
განახლებულ რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოყვა,
საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა.
საქართველოს მოქალაქეებს, იტალიაში გამგზავრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეუძლიათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ფორმა(PLF) https://app.euplf.eu/#/
კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერტიფიკატი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, სადაც იტალიის ორ ქალაქში, რომსა და მილანში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss