ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა
29 მარტი, 2022, 12:04
რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა

თბილისი (GBC) –28 მარტიდან, ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. რეისებს კვირაში ორი სიხშირით დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air  ასრულებს. პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი რომიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის თავზე შესრულდა.

განახლებულ რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა.

საქართველოს მოქალაქეებს, იტალიაში გამგზავრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეუძლიათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ფორმა(PLF) https://app.euplf.eu/#/ კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერტიფიკატი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, სადაც იტალიის ორ ქალაქში, რომსა და მილანში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები