ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფორუმზე ციფრულ ლარზე ისაუბრა
28 მარტი, 2022, 19:05
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფორუმზე ციფრულ ლარზე ისაუბრა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ვიცე-პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საბანკო ფორუმში, რომელიც გამოცემა THE FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა.

 

ფორუმის "საბანკო სექტორის მომავალი" (The Future of Banking) ძირითადი განხილვის თემა იყო საბანკო მომსახურების მომავალი, საბანკო სფეროს გამოწვევები და შესაძლებლობები, ციფრული ტექნოლოგიები.

 

ღონისძიებაზე პაპუნა ლეჟავამ საბანკო რეგულაციებსა და ციფრულ ტექნოლოგიებზე ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებზე, ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე და საბანკო სექტორის მომავალზე. პაპუნა ლეჟავამ ასევე ვრცლად ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა და ამჟამადაც განაგრძობს მუშაობას ისეთ პროექტებზე როგორებიცაა, ღია ბანკინგი, მყისიერი გადახდები, ციფრული ლარი, ციფრული ბანკი.


"საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარების და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და გაზარდოს ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა. ციფრული ლარით გვინდა ახალი, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული გადახდის საშუალება შევქმნათ", - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს საბანკო სერვისების, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების და მომხმარებელზე ორიენტირებული საკითხების განხილვასა და გაუმჯობესებას. 2022 წლის ღონისძიებაში მონაწილეობა საბანკო სექტორის, საჯარო და არასამთავრობო სექტორის და ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები