| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გასული
წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით დასაქმების პორტალ jobs.ge-ზე ჯამში 32 ათასზე მეტი ვაკანსია
გამოქვეყნდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 105%-ით მეტია, ხოლო
2019-2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 28%-ით მეტი. დასაქმების პორტალზე
თვეში 5000-ზე მეტი ვაკანსია ქვეყნდება.
PMC-ს
მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დამსაქმებლების მხრიდან მაღალი ინტერესი ფიქსირდება
ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სექტემბრიდან- თებერვლის ჩათვლით მსგავსი
ვაკანსიების რაოდენობა წლიურად 40%-ზე მეტად გაიზარდა და 2000-ს გადააჭარბა.
7252 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრატორი/მენეჯერის პოზიციაზე. ეს ციფრი
კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 123%-ით აღემატება, ხოლო 2019-2020 წელს კი 35%-ით.
ყველაზე
ხშირად დამსაქმებლები ლოგისტიკის მიმართულებით ეძებენ კადრებს. სექტემბერ-თებერვალში
მსგავსი სფეროს მიმართულებით 10 ათასზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა. წლიურად ეს მაჩვენებელი
129%-ით გაიზარდა, ხოლო პანდემიის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით ზრდა 22%-ია.
ტრადიციულად
მაღალია მოთხოვნა გაყიდვების მიმართულებით. გაყიდვების სფეროს მიმრთულებით დასაქმების
პორტალებზე თვეში საშუალოდ 1500 ვაკანსია ქვეყნდება.
თებერვალში
ყველაზე მეტი ვაკანსია კი შემდეგი მიმართულებით გამოქვეყნდა - ლოგისტიკა - 1761; გაყიდვები
- 1496; ადმინისტრატორი/მენეჯერი - 1161; ფინანსები - 785; ინფორმაციული ტექნოლოგიები
- 417.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss