ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Daimler საბოლოოდ წყვეტს თანამშრომლობას КАМАЗ-თან
28 მარტი, 2022, 13:55
Daimler საბოლოოდ წყვეტს თანამშრომლობას КАМАЗ-თან

თბილისი (GBC) – ავტობუსების დას სატვირთო ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელმა მსოფლიოში - გერმანულმა Daimler Truck-მა თანამშრომლობა КАМАЗ-თან უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 დღესო დროებით შეაჩერა.

ამჟამად კი კონცერნმა განაცხადა, რომ საბოლოო ტოვებს რუსეთს. „ჩვენ მთლიანად გავედით ბიზნესიდან რუსეთში. ეს არ იქნება ჩვენთვის დიდი დანაკარგი, რადგანაც რუსეთში და უკრაინაში ჩვენი მოგება საკმაოდ მოკრძალებული იყო - მთლიანი მოგების 1%“ - განაცხადა კონცერნის გენერალურმა დირექტორმა მარტინ დაუმმა.

Daimler Truck არ განიცდის რუსული ბაზრის დაკარგვის გამო და მისი სამომავლო პროგნოზები საკმაოდ ოპტიმისტურია - 2022 წელს კომპანია გაყიდვების ზრდას 14%-ით ვარაუდობს. КАМАЗ-ის საწარმო მდებარეობს თათარსტანის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაბერეჟნი ჩელნიში, და სადღეისოდ კომპანიას დამაიმედებელი პროგნოზები არა აქვს - Daimler Truck-თან ერთად რუსულმა ავტოგიგანტმა სხვა უცხოური პარტნიორებიც დაკარგა - მაგალითად, ასევე სამუხრუჭე სისტემების ერთი-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში, გერმანული Knorr-Bremse. ამ კომპანიამ რუსეთში ბიზნესის დახურვის თაობაზე 7 მარტს განაცხადა.

 გარდა ამისა, КАМАЗ-თან თანამშრომლობა სხვა უცხოელმა მიმწოდებლებმაც შეწყვიტეს. თათარსტან პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის თქმით, უახლოეს თვეებში წარმოება 40%-ით შემცირდება, უმუშევრად კი 29 000-დან 15 000 თანამშრომელი დარჩება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები