ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
8% -იანი ინფლაცია სებ-ის მოგონებებში დარჩა
25 მარტი, 2022, 22:00
 8% -იანი ინფლაცია სებ-ის მოგონებებში დარჩა

თბილისი (GBC) - „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  საქართველოს საფინანსო სისტემა სრულად უძლებს გამოწვევებს“, - სებ-ის პრეზიდენტი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო შექმნილ გლობალურ გამოწვევებზე  ჟურნალისტებს ესაუბრა. სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელებს და აღნიშნა, რომ ომი მთლიანად ცვლის არა მხოლოდ რეგიონის არამედ მთელი მსოფლიოს ეკონომიკას.

 

შესაბამისად მისი თქმით სამწუხაროდ, ომამდელი მოლოდინები შეიცვლა, მათ შორის ინფლაციურიც. მარტში ინფლაციის 8%-მდე შემცირება  შეუძლებელია, მიწოდების ჯაჭვების გაწყვეტის გამო. ამის უმთავრესი მიზეზი ნავთობის გაძვირება.

 

ინფლაცია უკვე გლობალური ფენომენია. მიწოდების ფაქტორის (არამონეტარული) მოქმედებით იზრდება ფასები, რაზეც კობა გვენეტაძეს  ბევრჯერ უთქვამს, რომ გამკლავება შეუძლებელია და შებრძოლება გაუმართლებელი. უფრო დაბალ ინფლაციაზე გასვლის შესაძლებლობას მხოლოდ  ძვირი ფული ქმნის და მაშინ გაორმაგებული რეფინანსირების განაკვეთი უნდა გვქონდეს. როგორც იცით, სებ-ს მხოლოდ მოთხოვნის მხრიდან აქვს  რეაგირების  ბერკეტი და  გამკაცრებული პოლიტიკით მოთხოვნის მხარეს აკონტროლებს.

 

რა პერიოდით შენარჩუნდება ორნიშნა ინფლაცია და საგაზაფხულო  მოლოდინები რამდენი სეზონით გადაიწევს, მეტი  ინფორმაცია 30 მარტს გახდება  ცნობილი , მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ.

სებ-ის პრეზიდენტი წინასწარ მხოლოდ ერთადერთ ვერსია გამორიცხავს, რომ 10.5% -ინი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილებას 30 მარტს არცერთ შემთხვევაში მიიღებს.

 

სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მიერთებულია რუსეთის მიმართ ფინანსურ სანქციებს. მისი თქმით სისტემა კარგად დაცულია და არასანქცირებულ პირებთან დაკავშირებული ოპერაციები კონტროლირებადია.

 

სებ-ის პრეზიდენტმა პანდემიის  პერიოდის შეღავათები გაიხსნა,  ბანკებისთვის კაპიტალის  გამოთავისუფლების, რომელიც მათ უკვე შეავსეს. თუმცა არაფერი უთქვამს  ომით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად რეგულაციების შემსუბუქების შესაძლო საჭიროებაზე.

 

ბოლო გამკაცრება იყო სავალუტო იპოთეკის დამოკლევადიანება 15-დან 10 წლამდე. შემდეგ ა 25%-იანი სასესხო კოეფიციენტის  სახელფასო რეინჯის 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე გაზრდა და  იპოთეკის განაკვეთის 3%-იანი მერყეობის გადაზღვევა.  

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები