ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის ახალი ყულაბა მობილბანკში
25 მარტი, 2022, 12:31
 საქართველოს ბანკის ახალი ყულაბა მობილბანკში

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი მობილბანკში მომხმარებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სიახლეების დანერგვას მუდმივ რეჟიმში განაგრძობს. მარტის თვეში ბანკმა მათ მორიგი სიახლე მოუმზადა - ამიერიდან, ახალი ელექტრონული ყულაბის გამოყენებით,  თანხის დაგროვება კიდევ უფრო მარტივი ხდება.

მომხმარებელი პროდუქტების ჩამონათვალში შეძლებს გაიაქტიუროს ყულაბა, რისთვისაც არც მინიმალური შენატანი და არც ანაბრის ქონაა საჭირო. გარდა ამისა, მას აქვს შესაძლებლობა,  მისთვის სასურველი ანგარიში და თანხის ის ოდენობა მონიშნოს, რომელიც ბარათით ყოველი გადახდისას, არჩეულ ანგარიშზე მომენტალურად ჩაერიცხება. ასევე, მისთვის სასურველი დროით შეაჩეროს პროდუქტი და კვლავ გაიაქტიუროს სურვილის შემთხვევაში.

„ახალი ელექტრონული ყულაბა ავტომატიზირებული პროცესებით კიდევ უფრო მარტივს და მოსახერხებელს ხდის თანხის დაგროვებას. ძველი ყულაბისგან განსხვავებით, ის არ საჭიროებს ანაბრის გახსნას. ყოველი გადახდისას, დანაზოგი მომხმარებლისგან შეუმჩნევლად გროვდება. მაქსიმალური კომფორტისთვის კი, დაგროვილი თანხის გამოყენება ან დაგროვების შეჩერება მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია.  ეს იმას ნიშნავს, რომ აგროვებ ყოველთვის, როცა ხარჯავ და გაქვს დანაზოგი, რომელსაც თავისუფლად იყენებ. დარწმუნებული ვართ, მომხმარებლებისთვის ახალი ელექტრონული ყულაბა ფულის დაგროვების ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ გზად იქცევა. ჩვენი გუნდი აქტიურად აგრძელებს მომხმარებლის ინტერესების შესწავლას, იმისთვის, რომ მათივე საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ. მობილბანკის მომხმარებლებს წინ კიდევ მეტი სიახლე ელოდება“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაია გორგილაძე.

 ყულაბის აქტივაციისთვის გაეცანით ვიდეოინსტრუქციას: https://www.facebook.com/119630781428450/posts/5067073876684091   

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები