| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) –კვირის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რომ ,,არამეგობრულ’’ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდიდნენ.
ამ განცხადებას მალევე მოყვა რუსეთის
დუმის ენერგიის კომიტეტის თავმჯდომარის პაველ ზავალნის განცხადება, რომ ,,მეგობრულ’’ ქვეყნებს შეუძლიათ ნავთობისა და გაზის შეძენისას კრიპტოვალუტა ან ადგილობრივი ვალუტა გამოიყენონ.
ზავალნიმ ხუთშაბათს განაცხადა,რომ ქვეყანა ეძებს ალტერნატიულ გზებს ენერგიის ექსპორტისგან შემოსავლის მისაღებად. მისი თქმით ჩინეთი და თურქეთი იმ ,,მეგობრული’’ ქვეყნების სიაშია, რომლებიც ,,არ იყვნენ ჩართული სანქციებში’’ რუსეთის წინააღმდეგ.
„ჩვენ დიდი
ხანია ვთავაზობთ ჩინეთს, ეროვნული ვალუტებში რუბლითა და იუანით ანგარიშსწორებაზე“, - თქვა ზავალნიმ.
თურქეთთან ერთად ეს იქნება ლირა და რუბლი. ზავალნიმ
ამ განცხადებას დაამატა: „ბიტკოინით ვაჭრობაც შეგიძლიათ“.
როგორც ცნობილია, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსული ვალუტის გაძლიერებას, რომელმაც ღირებულება 20%-ზე მეტით დაკარგა.
დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, უკრაინაში შეჭრის შემდგომ, გააუფასურა რუბლი და გააძვირა
ცხოვრება.
რუსეთი კვლავ რჩება ბუნებრივი გაზის ყველაზე დიდ მიმწოდებლად. ასევე რიგით მეორე
ნავთობის მიწოდებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss