| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის
საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა
ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის
ხელმძღვანელს საქართველოში, მაჩიე ჩურას შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის
საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია
ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ
შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროპის
საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის დინამიკას.
ფინანსთა მინისტრმა EIB-ის მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის,
რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელიც
მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის
გაძლიერებისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss