ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობა
24 მარტი, 2022, 10:51
ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობა

თბილისი (GBC) - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით, 21 მარტს ბიზნესმენთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ფაქტორინგის განვითარების მნიშვნელობას მიეძღვნა.

შეხვედრაში მონაწილეობა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისწევრმა კომპანიებმა, კომერციულმა ბანკებმა, რითეილ ასოციაციის წევრებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღეს.

დისტრიბუტორთა ასოციაციამ დამატებითი მოკლევადიანი დაფინანსების შესაძლებლობების განვითარების და კონსიგნაციის ფაქტორინგით ჩანაცვლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ეს საჭიროება, განსაკუთრებით, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების და ინფლაციის ფონზე აღინიშნა

საბანკო ასოციაციამ ფაქტორინგის მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესისთვის ახალი დაფინანსების შესაძლებლობების გაფართოვების კუთხით აღნიშნა.

კომერციულმა ბანკებმა შეხვედრის მონაწილეებს ფაქტორინგის პროდუქტი და მომსახურების პირობები გააცნეს და პროდუქტის უპირატესობები დაფინანსების სხვა ფორმებთან შედარებით განმარტეს.

რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ფაქტორინგთან დაკავშირებული მათი გამოწვევები გაუზიარეს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე და ფაქტორინგის ბაზარზე საბანკო სექტორთან ერთად ახალი მოთამაშეების შემოსვლის პერსპექტივებზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე აქტიური დისკუსია გაიმართა, ყველა მხარეს საკუთარი პოზიციის გაზიარების შესაძლებლობა მიეცა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები