| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „განახლებადი ენერგიის
წყაროების განვითარება
საქართველოს ენერგეტიკის
სტრატეგიის ერთ-ერთი
ცენტრალური მიმართულებაა.
ამდენად, ჩვენ
მივესალმებით და ხელს
შევუწყობთ ისეთი
პროექტის განხორციელებას,
რომელიც ითვალისწინებს
საქართველოში ქარის
ელექტროსადგურებისთვის საჭირო
ნაწილების წარმოების
დაწყებას. მით უფრო,
როდესაც პროექტის
პარტნიორობის სურვილი
გამოთქვეს საქართველოს
უმსხვილეს სახელმწიფო
სამხედრო სამეცნიერო
- ტექნიკურ ცენტრში
„დელტა"" - განაცხადა
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის
მოადგილე რომეო
მიქაუტაძემ საქართველოში
ქარის ელექტროსადგურების
ინდუსტრიული წარმოების
დაწყების შესახებ
მემორანდუმის გაფორმების
შემდეგ.
ხელმოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროში
შედგა და მას
ასევე ხელი
მოაწერეს სახელმწიფო
სამხედრო სამეცნიერო
- ტექნიკური ცენტრის
„დელტას" გენერალურმა
დირექტორმა იოსებ
ლოლაძემ და საქართველოს
ქარის ენერგიის
ასოციაციის პრეზიდენტმა
მამუკა მიქაშავიძემ.
მემორანდუმი
ითვალისწინებს მოლაპარაკებების
დაწყებას ქარის
ელექტროენერგიის მაგენერირებელი
დანადგარების მწარმოებელ
მოწინავე კომპანიებთან,
აგრეთვე როგორც
ასეთი ტიპის
დანადგარების, ასევე
მისი კომპონენტების
შესყიდვის მსურველ,
დაინტერესებულ პირებთან.
ახალი საწარმო
„დელტას" სარგებლობაში
არსებულ ტერიტორიაზე
განთავსდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss