| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) –,, ჯეო ჰოსპიტალს“ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც კოვიდ კლინიკის ფორმატში ფუნქციონირებდა, პაციენტების მომსახურების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
ყველაზე მოთხოვნად სამედიცინო სერვისებზე , კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით , სპეციალური საშეღავათო ტარიფები მოქმედებს .
,,ჩვეულ ფორმატში დაბრუნების შემდეგ , მოსახლეობას მეტ შესაძლებლობას გავუჩენთ სხვადასხვა შეღავათიანი პროგრამებით და აქციებით ისარგებლონ , ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ,რომ კოვიდი არსად წასულა და დღეის გადმოსახედიდან, სახეზეა ჯანმრთელობის მხრივ ის გართულებები , რომელიც მსუბუქი ფორმით გადატანის შემთხვევაშიც კი იჩენს თავს. ამიტომ მნიშველოვანია დროულად მოხდეს პოსტკოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მართვა, რითაც თავიდან ავიცილებთ შემდგომ გართულებებს . სწორედ ამ მიზნით , ქსელის მასშტაბით შეიქმნა სპეციალური პროგრამა , გაიწერა სამკურნალო გაიდლაინები და მოსახლეობის ხელმისაწვდომობის მიზნით სპეციალური სატარიფო პოლიტიკაც განვსაზღვრეთ „- განაცხადა ,,ჯეო ჰოსპიტალს“ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა გელა ორველაშვილმა, მისევე თქმით პარალელურად აქტიურ რეჟიმში რჩება ონლაინკლინიკა , რომელიც პაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფს.
,, 2 წლის განმავლობაში კახეთის მასშტაბით მოქმედმა ონლაინკლინიკამ ბინაზე 700 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებულის წარმატებით მართვა შეძლო, საპილოტე პროექტი , რომელიც ჩვენს კლინიკაში დაიწყო, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან , წარმატებულ მოდელად დასახელდა .“-აღნიშნა ორველაშვილმა.
შეგახსენებთ რომ ,პანდემიის პერიოდში ,,ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელში დამატებითი საწოლ ფონდის მობილიზების მეშვეობით , კოვიდინფიცირებულთა მართვა ქვეყნის მასშტაბით ათ სამედიცინო ცენტრში განხორციელდა.
ამ ეტაპზე კი ყველა კლინიკა და ამბულატორიული ცენტრი საქართველოს 5ვე რეგიონში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss