| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ბოლო
მონაცემებით რუსეთში ცხოვრების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ოფიციალური მონაცემებით,წინა კვირის განმავლობაში საყოფაცხოვრებო პროდუქტების
ფასი,როგორიცაა შაქარი - 14%-ით გაიზარდა.
ხოლო ვალუტის ღირებულება 22%-ით დაეცა.
რუსეთში ინფლაცია გრძელდება, რუბლმა შესუსტება დაიწყო ომის დაწყების პირველივე დღეებში.
ოთხშაბათს, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ წლიური ინფლაცია 14,5%-ით გაიზარდა(18
მარტს დასრულებულ კვირაში) -ეს ყველაზე მაღალი დონეა 2015 წლის შემდეგ.
ფედერალური სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის განცხადებით, შაქრის ღირებულება გარკვეულ რეგიონებში გაიზარდა 37,1%-ით.
ქვეყნის მასშტაბით ხახვზე ფასი საშუალოდ 13.7%-ით გაიზარდა,ზოგიერთ
რაიონში 40.4%-ით.ბავშვის
საფენები 4,4%-ით გაძვირდა.
შავი ჩაი 4%-ით, ტუალეტის ქაღალდზე კი 3%-იანი მატებაა.
სტივენ ინესმა, SPI Asset Management-ის მმართველმა
პარტნიორმა, თქვა, რომ ფასები უფრო მაღალია გაუფასურებული რუბლის გამო.
წყარო: BBC
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss