| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საბანკო სექტორში ფიზიკური პირების დანაზოგები წლის დასაწყისიდან მცირდება. 2021 წლის ბოლოს 20,210 მლრდ ლარის პორტფელი იყო, 1 მარტისთვის (01.03.2022) საბანკო სექტორში 20.178 მლრდ ლარის საცალო ანაბრები რჩება.
სებ-ის ინტერატიული სტატისტიკით, ფიზიკური პირების
დეპოზიტების 73% უცხოურ ვალუტაშია, მათ შორის 12.3 მლრდ ლარის აშშ დოლარში და 2 მილიარდამდე ევროში.
ლარის პორტფელის სტიმულირების სებ-ის რეგულაციამ სექტორი დიდად ვერ წაახალისა (10 თვეა დოლარიზებულ (>70%) პორტფელიან ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო 25% ნორმა მოეთხოვება, 40%-იან კი 10%).
მარტის ბოლოს ბაზისბანკი მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს. თვის დასაწყისში კი საქართველოს ბანკმა ლიდერის პოზიცია დაიკავა.
|
|
01.03.2022 (₾) |
2021 (₾) |
|
საქართველოს
ბანკი |
8,264,243,000 |
8.134.187.000 |
|
თიბისი
ბანკი |
8,057,127,000 |
8.137.970.000 |
|
ლიბერთი ბანკი |
1,258,829,000 |
1.215.234.000 |
|
პროკრედიტ
ბანკი |
486,246,000 |
486.448.000 |
|
ტერა
ბანკი |
435,721,000 |
435.440.000 |
|
ბაზისბანკი |
399,746,000 |
397.136.000 |
წყარო: ბანკები
ვითიბის 557 მლნ-იანი პორტფელით
ბაზისბანკის გამსხვილება ჯერ არ ასახულა. სანქცირებული ვითიბის შვილობილისგან
დეპოზიტარების გადაყვანა პირველი ტრანზაქცია
იყო, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მე-4 დღეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss