| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ''რუსეთის გავლენები საქართველოს ეკონომიკაში'' კვლევის პრეზენტაცია გამართა.
კვლევამ აჩვენა, რომ
ბოლო
ცხრა
წლის
განმავლობაში, საქართველო 3.5-ჯერ უფრო მეტად გახდდ ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე 2003-2012 წლებში.
განსაკუთრებით საგანგაშოა მდგომარეობაა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებთან მიმართებაში. ხორბლის იმპორტი რუსეთიდან, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში, 2.5 ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალს 2012 წელს მთლიანი ბაზრის მხოლოდ 40% ეჭირა, 2021 წლისთვის ეს წილი 95%-მდე გაიზარდა.
3-ჯერ გაიზარდა რუსეთზე დამოკიდებულება ნავთობპროდუქტების იმპორტის ნაწილში. საქართველოში რუსეთიდან ბენზინის იმპორტი 2014 წლიდან მუდმივად იზრდება და მთლიანი ბაზრის 44%-ს შეადგენს.
2.5 ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან და 2012 წლიდან საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნიდან იმპორტიორ ქვეყნად გადაიქცა.
საქართველოში რუსული გაზის იმპორტი განსაკუთრებულად მაღალი ტემპით, 3.5 ჯერ გაიზარდა და 2021 წელს 425 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.
ანალოგიურია მდგომარეობაა სხვა მიმართულებებითაც, 3-ჯერ გაიზარდა სავაჭრო საქონელბრუნვის საერთო მოცულობა, 3-ჯერ გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 5-ჯერ გაიზარდა სატრანსპორტო გადაზიდვების ინტენსივობა, რაც ნათლად ადასტურებს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss