| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 %-ით (149.1 ლარით) გაიზარდა და 1463.8 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
•
საფინანსო
და სადაზღვევო საქმიანობები – 2431.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.5%-ით);
•
ინფორმაცია
და კომუნიკაცია – 2270.2 (გაიზარდა 3.2%-ით);
•
მშენებლობა
– 2209.5 ლარი (გაიზარდა 7.2%-ით).
•
პროფესიული,
სამეცნიერო
და ტექნიკური საქმიანობები – 2133.0 ლარი (გაიზარდა 5.5%-ით).
2021
წლის
IV კვარტალში
ქალების
საშუალო
ხელფასი
1153.6 ლარით, ხოლო კაცების - 1767.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 131.3 ლარი (12.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 186.4 ლარი (11.8%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2021
წლის
IV კვარტალში
დაქირავებით
დასაქმებულთა
საშუალო
თვიური
ხელფასი
ბიზნეს
სექტორში
180.9 ლარით (12.8%) გაიზარდა და 1597.8 ლარი შეადგინა.
2021
წლის
IV კვარტალში
არასამეწარმეო
და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 93.4 ლარით (8.1%) გაიზარდა და 1250.6 ლარი შეადგინა.
წყარო:საქსტატი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss