ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Альфа-групп-ის თანადამაარსებელი უფულოდ დარჩა
18 მარტი, 2022, 10:34
Альфа-групп-ის თანადამაარსებელი უფულოდ დარჩა

თბილისი (GBC) - რუსმა მილიარდერმა, Альфа-групп-ის დამაარსებელმა მიხაილ ფრიდმანმა Bloomberg Businessweek-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უცნაურ მდგომარეობაში აღმოჩნდა - ის ოლიგარქია, რომელსაც თითქმის არა აქვს ფული.

სანქციების შემოღების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი პლასტიკური ბარათი დაბლოკილია, და მე დამლაგებელსაც ვერ ვუხდი ფულს. ჩემი ხარჯები შეზღუდულია თვეში 2 500 ფუნტამდე. თავს ვგრძნობ ტყვეობაში“ - განაცხადა ფრიდმანმა, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.

ის თვლის, რომ სანქციები არალოგიკურია, რადგანაც, ევროპელები და ამერიკელები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ რუსეთში მეწარმეებს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიმღებებს საერთოდ არ ესმით, როგორ მუშაობს სისტემა რუსეთში. ეს მომავლისთვის საშიშია. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ უკრაინელები წინააღმდეგობას გაუწევენ, მე ხომ წარმოშობით ლვოვიდან ვარ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პუტინი ამ ომს დაიწყებდა, მაგრამ მცდარია აზრი, რომ ვინმეს შეუძლია მივიდეს მასთან და მოუწოდოს მას ომი დაასრულოს. ომის წინააღმდეგ პუტინისთვის რამის თქმა თვითმკვლელობაა“ - მიიჩნევს მილიარდერი. მისი თქმით, ომის პირველ დღეს მან განაცხადა, რომ ეს ტრაგედიაა, თუმცა, პუტინი პირადად არ უხსენებია.

ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ჩემთვის რუსეთში დაბრუნება დღეს საშიშია“ - თვლის ფრიდმანი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები