| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სებ-ის ინფორმაციით, ქართული ბანკების შვილობილი ბანკები არ არის სანქცირებული და შესაბამისად 26 თებერვლის ვალდებულებები არ ვრცელდება. როგორც იცით ქართული ბანკების შვილობილი საფინანსო კომპანიები საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან. მარეგულირებელს არც სანქცირებული რუსული ვითიბის შვილობილი შეუზღუდია, აქტივების გასხვისების ნაწილში. ვითიბი ბანკმა პორტფელი საბაზრო ფასით გაყიდა.
რამდენ სანქცირებულ პირს აქვს დაბლოკილი დეპოზიტები, დამუშავებული სტატისტიკა სებ-ს არ აქვს, რადგან ეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (ფმს) პრეროგატივაა AML აღრიცვხავს
სებ-ის მითითებით, საქართველოში ლიცენზირებული/რეგისტრირებული საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ რუსეთის ფედერაციის მიმართ აშშ-ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის
მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებით.
სანქციებით განსაზღვრულია
ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალი, რომელთაც პირდაპირ ეზღუდებათ ოპერაციების
განხორციელება და ფინანსური მომსახურებების მიღება. საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების
შესაბამისად, ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეზღუდებათ მომსახურების გაწევა იმ ფიზიკური
და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც პირდაპირ არიან მითითებული სანქცირებულ პირთა
სიებში.
ნებისმიერ სხვა
პირს, რომელიც სანქცირებულ პირთა სიაში არ არის პირდაპირ მითითებული, კომერციულ ბანკს
უფლება აქვს გაუხსნას ანგარიში და მოემსახუროს, მიუხედავად აღნიშნული პირის მოქალაქეობის
და რეზიდენტობისა. თუმცა, კომერციული ბანკებს,
საქართველოს კანონმდებლობის და საკუთარი შიდა პოლიტიკა/პროცედურების საფუძველზე, შეუძლიათ
დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ცალკეული კლიენტისათვის მომსახურების გაწევის
შესახებ და კანონით მათ მინიჭებული აქვთ უფლება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე
უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. ანალოგიური მიდგომაა
აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში და ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც მიუერთდნენ
სანქციებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss