| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ვითიბიმი სესხის აღების და დეპოზიტის განთავსებასთან
ერთად აღარც გზავნილების მიღება/გაგზავნაა შესაძლებელი. მანამდე ვითიბი ინტელექსპრესის
და მანიგრამის გზავნილებს ემსახურებოდა
(ბანკში მიუსვლელადაც) და ფილალში
ნაღდდებოდა „ზოლოტაია კორონას“ და „ვესტერნ იუნიონის“ გზავნილები
როგორც ბანკში განაცხადეს, შეზღუდვაა
საბარათე ოპერაციებზე, მათ შორის სახელფასე კლიენტებისთვის. იმ კატეგოერიისთვის,
ბაზისბანკის ანგარიშის ნომრის დამსაქმებლისთვის
ვერ მოესწრო. ვითიბიში აცხადებენ, რომ სალაროსთან რიგის მიუხედავად ყველას
მოემსახურებიან.
სალარო იურიდიულ პირებს არ ემსახურება. ეს კატეგორია დაელოდება მისი ანგარიშის ლიბერთიში გადატანას და ეს პროცესი 1 აპრილამდე მთლიანად
დასრულდება.
როგორც იცით, ვითიბის კორპორატიულ ქეისს ლიბერთი იბარებს. ვითიბის
აქტივის დიდი ნაწილი ბაზისბანკმა
გადაიბარა, მათ შორის 600 მლნ ლარის საცალო დეპოზიტები, 595 მლნ ლარის საცალო
პორტფელი და 200 მლნ-ის იურიდიული
პირების.
ამ დროისთვის საცალო კლიენტებისთვის სალარო
ოპერაციები სრულდება ერთი, ცენტრალური ფილიალით (ჭანტურიას 14). თბილისშის ვითიბის 1 ფილიალი დაიხურა და 9 ბაზისბანკს გადეცა, რეგიონებში 10 ფილიალი რჩება, სადაც უკვე
კლიენტებს ბაზისბანკი ემსახურება.
სავალუტო ანგარიშიდან საცალო მომხმარებელი მხოლოდ ლარს გაიტანს, ბანკის კომერციული კურსით
$1/ ₾3.36
სებ-ი ლიცენზიის გამოთხოვაზე არაფერს
ამბობს. რაც სავარაუდოდ სებ-ში ვითიბის
ყველა ანგარიშის მათ შორის ნოსტრო ანგარიშის დახურვის შემდეგ არის
მოსალოდნელი. ამ დროისთვის, ვითიბის
სებ-ში უცხოურ და ლარშის მოზიდულ
სახსრებზე რეზერვების აღარ გააჩნია.
როგორც ბანკში ბიზნესპარტნიორს განუცხადეს ბანკს პორტფელის გარდა 70 მლნ ლარზე
მეტი ღირებულების აქტივი რჩება, მათ შორის უძრავი ქონება (სებ-ის მეთოდოლოგიით, 71
მლნ ლარის ძირითადი საშუალებები და არამატერიალური აქტივები ცვეთის გამოკლებით).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss