| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მეორე წელია აღნიშნავს.15 მარტს ეროვნული ბანკი და მისი ფინანსური განათლების ვებპორტალი www.finedu.gov.ge, საქართველოს საფინანსო და სადაზღვევო სექტორების ჩართულობით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
ამ თარიღს მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყანაში 1983 წლიდან აღნიშნავენ და მისი მიზანი სხვადასხვა სფეროს მომხმარებლებში
საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
აღსანიშნავია,
რომ საქართველოს საფინანსო სექტორის ჩართვასა და კამპანიურ ხასიათს საფუძველი გასულ წელს, სწორედ საქართველოს ეროვნული
ბანკის ინიციატივით ჩაეყარა.
მომხმარებელთა
უფლებების კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის, საბანკო
და სადაზღვევო სექტორის მხრიდან. გასული წლის მსგავსად, საინფორმაციო კამპანიის წლევანდელი
სლოგანია - "იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული“.
ეროვნული ბანკი,
როგორც ქვეყნის საფინანსო სექტორის რეგულატორი, ამ დღეს საკუთარი მანდატისა და კომპეტენციის
ფარგლებში ეხმაურება. საქართველოს საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 2011
წელს შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილება, რომლის ფუნქციონირების მიზანია
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით, ფინანსური სექტორისთვის
არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების აღსრულების მონიტორინგი.
ბოლო წლებში ქვეყნის
ცენტრალურმა ბანკმა ამ კუთხით არაერთი პროექტი და აქტივობა განახორციელა, მათ შორის
- შემუშავდა და დაიხვეწა ნორმატიული ბაზა, მოწესრიგდა მომხმარებლებთან ურთიერთობის
ფორმატი. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას შესთავაზა საგანმანათლებლო პლატფორმა
- FinEdu.gov.ge, რომელიც მომხმარებლებს მიუკერძოებელ და მოქმედ კანონმდებლობასთან
შესაბამის ინფორმაციას აწვდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss