ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GCAP-ი კაპიტალს დამატებით $5 მლნ-ით ამცირებს
მარიამ მინაძე
14 მარტი, 2022, 19:40
GCAP-ი კაპიტალს დამატებით $5 მლნ-ით ამცირებს

თბილისი (GBC) - Georgia Capital PLC-ის (GCAP) დირექტორთა საბჭომ კომპანიის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის გაფართოვება დაამტკიცა.

პროგრამა, რომელიც GCAP-მა გასული წლის 10 აგვისტოს დამტკიცდა, ჯერ $10 მლნ-ის აქციების გამოსყიდვას და გაუქმებას ითვალისწინებდა, რომელიც გასულ წელსვე $15 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო ახლა კი აღნიშნულ თანხას დამატებით $5 მლნ დაემატა.

საერთო ჯამში მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე კაპიტალის შესამცირებლად $20 მლნ-ის აქციების გამოსყიდვას და გაუქმებას  გეგმავს.

პროგრამის გაშვებიდან 9 მარტის მდგომარეობით, GCAP-ს 1,462,897 აქცია აქვს გამოსყიდული, ჯამური ღირებულებით $ 12,523,816. აქედან კი 1,372,330 ცალი აქცია გაუქმებულია.

2021 წლის AGM-ზე განსაზღვულია, რომ კომპანიას მაქსიმუმ 7,180,777 აქციის გამოსყიდვა შეუძლია.

ცნობისთვის,  დღეს GCAP-ის აქციები £5.36-ზე ივაჭრება. ფასი უკრაინა - რუსეთის ომის დაწყებამდე მზარდ ტრენდს ინარჩუნებდა (<£7), თუმცა ომის დაწყების შემდეგ ლონდონის საფონდო ბირჟზე დალისტული ყველა ქართული კომპანიის აქციებზე ფასები დაეცა.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები