ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რკინიგზის განცხადება
14 მარტი, 2022, 12:52
საქართველოს რკინიგზის განცხადება

თბილისი (GBC) - სს საქართველოს რკინიგზა 13 მარტს ტელეკომპანია ,,პირველი"- საინფორმაციო გადაცემაში რელსების ტენდერთან დაკავშირებით გაშუქებულ საკითხს ეხმაურება

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ტენდერი შედგა და ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზამ კომპანია ,,უნი 2"-თან 2021 წლის, სექტემბრის დასაწყისში გააფორმადოკუმენტის თანახმად, შესასყიდად მოთხოვნილი პროდუქციის მოწოდება უნდა განხორციელდეს 450 დღის ვადაში. ტენდერი ორი წლის მარაგს ითვალისწინებს. პროდუქციის მოწოდება გეგმის მიხედვით ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, რელსების ჯამური რაოდენობის 65% კომპანიას რკინიგზისთვის უკვე მოწოდებული აქვს. მომწოდებელ კომპანიას რაიმე სახის შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებას ვერ ასრულებს, საქართველოს რკინიგზაში არ გაუკეთებია. ასეც რომ მოხდეს და მომწოდებელმა კომპანიამ დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები, ამოქმედდება საბანკო გარანტია და გამოცხადდება ახალი ტენდერი. კომპანიაში არანაირი საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რკინიგზა რელსების გარეშე დარჩეს ამ ეტაპზე არ არსებობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები