| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსეთს ქართულ ღვინოსთან ერთად კოკა-კოლაც სანატრელი უხდება. ამასობაში Coca-Cola და McDonald's საქართველო პოზიციებს ქვეყნის გარეთაც იმყარებს.
"კოკა-კოლა
ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლის თემურ ჭყონიას ინფორმაციით, აზერბაიჯანული
McDonald's-ი ქართული საბურგერე ფუნთუშებით მომარაგდება. ბიზნესმენის ინფორმაციით,
ექსპორტი 15 მარტიდან დაიწყება და ეტაპობრივად 30 მლნ-ზე მეტი გაიგზავნება. მისივე
ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მაკდონალდის რესტორანს რუსეთის თავდასხმამდე უკრაინა
ამარაგებდა.
მისივე ინფორმაციით, რუსეთში არც "მთის
წყალი" გადიოდა და არც საქართველოში წარმოებული "კოკა-კოლა", მისი
საექსპორტო ბაზრია აზერბაიჯანი და სომხეთი.
ბიზნესმენი
ეხმაურება ბოლო დღეების პანიკურ ისტერიასაც: „ვაიმე რა გვეშველბა რუსეთიდნ ხორბალი
არ შემოვა“, "ვაიმე შაქარი გაქრება", "რუბლი კი ვაიმე ლარს
გააუფასურებს".
„ვაი
იმის პატრონს, ვინც ვაიმეს ამბობს“, - თემურ ჭყონია დამფრთხალ საზოგადოებას, მათ
შორის ბიზნესებს მოუწოდებს - „ვაიმე ყველამ უნდა დავივიწყოთ“ და „უნდას“ მივაწვეთ.
უნდა გავიმარჯვოთ, უნდა გავყიდოთ, ახალი ბაზრების უნდა მოვიძიოთ, ხარისხიანი უნდა
ვაწარმოოთ და ყველაფერი გამოვა,“ - ამბობს თემურ ჭყონია. (ბიზნესპარტნიორი)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss