ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა
11 მარტი, 2022, 17:08
კობა გვენეტაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ეკონომიკურ შედეგებსა და გამოწვევებს. კობა გვენეტაძემ ელჩს  ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. კარლ ჰარცელს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში რუსული ბანკების მიმართ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესაბამისად გატარდა.

 

კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ  სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით ხვდება.

ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები