ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Burger King-ს რუსეთის ბაზრის დატოვება უჭირს
გიგა თვაური
11 მარტი, 2022, 17:42
Burger King-ს რუსეთის ბაზრის დატოვება უჭირს

თბილისი (GBC) - დამყრობელი რუსეთის მიმართ ნეგატიური განწყობების გამო ბევრი დასავლური კომპანიის რისეთის ბაზრიდან გავიდა, თუმცა ჯერ კიდევ რჩებიან ისინი, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას,

ერთერთი მათგანია Burger King-ი. რესტორანმა Brands International, რომელიც ფლობს Burger King-ს, განუცხადა BBC-ს, რომ მის რუსულ მაღაზიებს მართავენ ფრენჩაიზები, რომლებთანაც მათ ჰქონდათ „გრძელვადიანი იურიდიული შეთანხმებები“, რომელთა შეცვლა ადვილი არ იყო.

დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებზე საპასუხოდ მოსკოვმა რუსული აქტივების გაყიდვა აკრძალა.

Marks & Spencer-ს აქვს 48 მაღაზია რუსეთში, მაგრამ მას მართავს თურქული ფრენჩაიზის კომპანია FiBA. M&S-მა განაცხადა, რომ აჩერებს თავისი საქონლის მიწოდებას FiBA-ს რუსული ბიზნესისთვის, მაგრამ მაღაზიები ქვეყანაში  ღია რჩება.

Yum Brands-მა, რომელიც ფლობს KFC-ს და Pizza Hut-ს განაცხადა,რომ აჩერებს ოპერაციებს მის მფლობელობაში მყოფ რუსულ KFC-ს რესტორნებში და ასრულებს შეთანხმებას თავის მთავარ ფრენჩაიზის Pizza Hut-ის ოპერაციების დროებით შეჩერების შესახებ.

British American Tobacco-მ განაცხადა, რომ აჩერებს თავის საქმიანობას უკრაინაში, რათა უზრუნველყოს პერსონალის „უსაფრთხოება და კეთილდღეობა“, მაგრამ ის აგრძელებს მუშაობას რუსეთში და ასრულებენ ყველა საერთაშორისო სანქციას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები